”მის მსოფლიო 2016” პუერტო-რიკოს წარმომადგენელი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 19.12.2016
ნანახია: 1734

”მის მსოფლიო 2016”-ის ტიტულის მფლობელი 19 წლის პუერტო-რიკოელი სტეფანი დელ ვალე გახდა.

კონკურსის ფინალი 18 დეკემბერს ამერიკის მერილენდის შტატში, კომპლექს MGM National Harbo-ში გაიმართა. მსოფლიოს ულამაზეს გოგონას გვირგვინი გასული წლის გამარჯვებულმა ესპანელმა მირეია ლალგუნამ გადასცა.

მეორე ადგილი და ვიცე-მისის ტიტული წილად ხვდა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელს იარიტზა მიგელინა რეის რემირესს, მესამე ადგილი და მეორე ვიცე-მისის წოდება კი ინდონეზიელ ნატაშა მანუელას ერგო. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კენიისა და ფილიპინების წარმომადგენლები.

”მის მსოფლიო 2016”-ზე საქართველო ვიქტორია კოჩეროვამ წარადგინა.

სილამაზის კონკურსი 1951 წლიდან იმართება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე