ხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლებას საზოგადოების არც ერთ ფენასთან დიალოგი არ აქვს

საქართველო, თბილისი - 09:53 | 24.10.2015
ნანახია: 1678

საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტებს შეხვდა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტების საერთო განწყობა სიტუაციის დეესკალაციის მოხსნისკენ იყო მიმართული.

„აღმასრულებელი ხელისუფლება იმდენად ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში, რომ საზოგადოების არც ერთ ფენასთან მას დიალოგი არ აქვს და საბოლოოდ იზღუდავს თავს საზოგადოების აქტიური წევრებისაგან.  

ჩვენი მოწოდებაა, რომ იმ დროს, როდესაც წყდება  არა მხოლოდ ერთი მედიასაშუალების, არამედ ხელისუფლების, ქვეყნის სტაბილურობის და საზოგადოების განვითარების ბედი, წამოვიდეს აღმასრულებელი ხელისუფლება დიალოგზე ექსპერტულ საზოგადოებასა და მედიასთან. 

ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიზიაროს ეს პასუხისმგებლობა“,  - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე