რაულ ხაჯიმბამ ოპონენეტებს ე.წ. მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 16.12.2016
ნანახია: 2151

აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას საწინააღმდეგო აქციები დასრულდა. ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს, თუმცა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად მან ოპონენტები საკუთარ პირობებზე დაითანხმა.

ე.წ. პრეზიდენტმა ოპოზიციონერებს ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერისა და ე.წ. გენერალური პროკურორის პოსტები შესთავაზა. ის თავის მოწინააღმდეგეებს ასევე დაპირდა ორ ადგილს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში და ოთხ სავარძელს ე.წ. ცესკოში. გარდა ამისა, რაულ ხაჯიმბა ცვლილებებს შეიტანს კანონში და მას აღარ შეეძლება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება ე.წ პარლამენტის გარეშე.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე