გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ კადეტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:47 | 14.12.2016
ნანახია: 2197

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის კადეტებს შეხვდა. შეხვედრისას ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო კავკასიის გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოების გამოწვევებს.

ამერიკელი კადეტები საქართველოში 2016-2017 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სასწავლო პროგრამის განმავლობაში კადეტებმა სხვადასხვა შეხვედრა-დისკუსია გამართეს.

აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის სასწავლო პროგრამა ოთხ წელს მოიცავს და აერთიანებს აკადემიურ ცოდნას, სამხედრო წვრთნასა და ფიზიკურ გამძლეობას, რათა კურსდამთავრებული საჰაერო ძალების საუკეთესო ოფიცერი გახდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე