ვაკეში ”საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 10:32 | 14.12.2016
ნანახია: 2551

ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. წინასწარი ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალში ერთი პირი შეიჭრა.

უცნობია, წაიღეს თუ არა სერვისცენტრიდან თანხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ფაქტს ადასტურებენ "საქართველოს ბანკშიც". ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა დაკავებული ან იდენტიფიცირებული ინციდენტში მონაწილე





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე