„სილქნეტმა“ საქველმოქმედო სატელეფონო მომსახურების გასაწევად ნუმერაციის რესურსი მიიღო

საქართველო, თბილისი - 15:53 | 23.10.2015
ნანახია: 2055

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა საქველმოქმედო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად მიანიჭა.

ნუმერაციის რესურსი - 901 -121 210 - 901 121 219 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურების უზრუნველსაყოფად არის განსაზღვრული. ნებართვა, რომლის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე