სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია

საქართველო, თბილისი - 12:27 | 13.12.2016
ნანახია: 1380

სახელმწიფო ბრალდებას „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის პოზიციას ბრალდების მხარე არ დაეთანხმება.

"ადვოკატმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ წარმოადგენდა დოკუმენტაციას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტაციას და პოზიციას ამის შემდეგ დავაფიქსირებთ”, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მანამდე ადვოკატმა მაია ცუცქირიძემ განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ და წონაში სწრაფი კლების გამო, გამოკვლევები ჩაუტარდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე