ლონგ-აილენდის სრუტეში თვითმფრინავი ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 12.12.2016
ნანახია: 1365

 

მცირე ზომის თვითმფრინავი ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდის სრუტეში ჩავარდა და ჩაიძირა. ამერიკული მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. მედიაში, ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე