იტალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 10:01 | 12.12.2016
ნანახია: 1367

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონე ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. პრეზიდენტმა მას უკვე დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება.  

62 წლის პაოლო ჯენტილონემ განაცხადა, რომ იტალიას რაც შეიძლება დროული ქმედითი მინისტრთა კაბინეტი სჭირდება. მისი თქმით, მომავალი კაბინეტის შემადგენლობაში მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის მიერ დანიშნული რამდენიმე მინისტრი ისევ იქნება.

პაოლო ჯენტილონე არისტოკრატული ოჯახიდანაა და გრაფის ტიტულს ატარებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე