თურქეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ”თავისუფლების ქორებმა” აიღეს

საქართველო, თბილისი - 09:48 | 12.12.2016
ნანახია: 1391

თურქეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ქურთების დაჯგუფება ”თავისუფლების ქორებმა” აიღეს. დაჯგუფება ქურთების მუშათა პარტიას რამდენიმე წლის წინ გამოეყო და დამოუკიდებელ ჯგუფს წარმოადგენს.

ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მათ აღიარეს თავდასხმის განხორიცელება და დაადასტურეს, რომ მათი 2 მებრძოლიც დაიღუპა. დაჯგუფების წარმომადგენელთა თქმით, ისინი ”თურქეთის ფაშისტურ მმართველ პარტიას” ებრძვიან.

ბეშიქტაშის სტადიონის გარეთ მომხდარ აფეთქებებს სტამბოლში 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 155 კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში წუხელ ქვეყნის პრემიერმა მოინახულა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე