ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 09.12.2016
ნანახია: 1652

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF)წარმომადგენელს საქართველოში - ლაილა ომარ გადს შეხვდა. 

ლაილა ომარ გადმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ლაილაომარ გადს გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის გეგმებსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. შეაჯამეს თანამშრომლობის შედეგებიც.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში ბოლო წლებში ბავშვთა უფლებების დაცვისა და განათლების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიც.

ლაილა ომარ გადის თქმით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას ბავშვების საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისშესახებ. ფონდის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ", რომელიც რამდენიმე ეტაპად ამოქმედდება და რომლის პირველიფაზა 2017 წლის 1 აპრილს დასრულდება. შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე