თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარებას დაეხმარება
საქართველო, თბილისი - 13:26 | 09.12.2016 ნანახია: 1316თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერას 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განარხორციელებს. თანამშრომლობა გულისხმობს სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლითაც დამსვენებლები და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ.
მომავალ თანამშრომლობაზე თიბისი ბანკის სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ისაუბრეს.
თიბისი ბანკის მხარდაჭერით უკლებლივ ყველა ზამთრის კურორტზე გაუმჯობესდება გადახდის სისტემა, კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები (Multi Card), რომელიც საშუალებას მისცემს საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს, რიგში დგომის გარეშე, დისტანციურად - ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით გადაიხადონ და მაქსიმალურად ნაკლები დრო დაუთმონ საბაგიროს ბილეთების შეძენას.
სულ მალე Multi Card ბარათებზე ანგარიშის შევსება „თიბისი ფეის" აპარატებითაც იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი ბანკი ხელს შეუწყობს მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს მომხმარებლისათვის მოქნილი სერვისებისა და დამატებითი კომფორტის შეთავაზებას.
წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე სიახლეა. ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო, მათ შორის 3 გუდაურში. 10 დეკემბერს ოფიციალურად იხსნება გუდაურის, ბაკურიანისა (დიდველი) და გოდერძის სათხილამურო კურორტები. 24 დეკებერს გაიხსნება სვანეთში, თეთნულდის კურორტი, ხოლო 25 დეკემბერს ბაკურიანი-მიტარბის კურორტი ახალი სათხილამურო გზებითა და ახალი ინფრასტრუქტურით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა