გომი–საჩრეხე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 11:24 | 09.12.2016
ნანახია: 1391

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ40 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ41-კმ106 მონაკვეთზე თავისუფალია. 
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე