„ყაზბეგის“ საბაჟოზე ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 09.12.2016
ნანახია: 1384

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცერი დააკავა. 

საგამოძიებოს სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, გადასცა მას შემოსავლების სამსახურის იდენტიფიკაციის საშუალება, მკაცრი აღრიცხვის ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები, ხოლო სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1000 ლარი.

საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოქალაქეზე უკანონოდ გადაცემული ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები ნივთმტკიცებად ამოიღო. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე