„სპორტსმენებს წვალება გვიწევს“ - ნოდარ ტატიშვილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველო, თბილისი - 16:45 | 08.12.2016 ნანახია: 2637ქართველი სპორტსმენი, ათლეტიზმის ფედერაციის წევრი _ ნოდარ ტატიშვილი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და სპორტულ კარიერას იქ განაგრძობს. ქართველი სპორტსმენი თავის წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე, პრაიმნიუსჯორჯიას ესაუბრა:
ნოდარ ტატიშვილი:
Powerlifting _ ანუ ძალისმიერი სამჭიდი, სპორტის ამ სახეობით მეგობრის რჩევის მერე დავინტერესდი, მანამდე მოყვარულის დონეზე ვვარჯიშობდი. კარგი ფიზიკური მომზადება რომ მქონდა, ჩემმა მწვრთნელმა რაღაც პერსპექტივა დაინახა ჩემში, 2010 წელს, საქართველოს ჩემპიონატზე გამოვედი და პირველი ადგილის მფლობელი გავხდი, მეორე წელსაც იგივე შედეგი გავამეორე და საქართველოს ნაკრების წევრად ამიყვანეს.
გზა ამერიკისკენ...
ძალიან ბევრ, ხვადასხვა შეჯიბრებაზე წარმატებით ვასპარეზობდი, მათ შორის, აშშ-ში და სპორტული კარიერის ასაწყობად, აქ წამოსვლა შემომთავაზეს, რასაც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და ეს კარგი შანსი გამოვიყენე.
ნაკრებიდან დღესდღეობით ნიუ-იორკში ორი სპორტსმენი ვართ _ მე და არჩილ საშურაშვილი. ამერიკელ სპორტსმენებს ძალიან მაგარი ფიზიკური მომზადება აქვთ და მონდომებულები ვართ, რომ მათ არ ჩამოვრჩეთ, ვცდილობთ, აქ თავი დავიმკვიდროთ.
ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო
ჩვენი ქვეყნისა და ფედერაციისთვის ეს შეჯიბრება დიდი მნიშვნელობისაა და ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად გამოვიდეთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ყოველდღიურად რამდენიმე საათს ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო. საერთოდ, მე ზემძიმე, +120 წონით კატეგორიაში ვასპარეზობ.
2017 წლის ჩემპიონატი
2017 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატი დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართება, სადაც ევროპის დაახლოებით 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მასშტაბური ჩემპიონატია და მე აქედან ჩავალ. შარშან ესტონეთში ჩატარდა და იქაც ვიყავით. აპრილში მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ერთ მოძრაობაში _ წოლჭიმში ტეხასში გაიმართება და როგორც ყოველთვის, საქართველოს სახელით გამოვალ. მერე კი, ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, ბელორუსიაში ჩატარდება. იქ, მინიმუმ 60 ქვეყანასთან ერთად, ჩვენი ნაკრებიც, რა თქმა უნდა, ვიასპარეზებთ. მინდა, რომ კარგ სპორტულ ფორმაში ვიყო.
სპორტსმენებს წვალება გვიწევს
ნიუ-იორკში სპორტსმენებისთვის ყველანაირად ძალიან მაგარი პირობებია, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ამ სპორტსაც უჭირს, ყურადღებისა და დაფინანსების ქვეშ ნაკლებადაა, რადგან არაოლიმპიურია. სპორტსმენებს წვალება გვიწევს. აქ კლუბში ვირიცხებით და ყველანაირად ხელს გვიწყობენ, ყველაფერს აფინანსებენ, იმის საშუალება გვაქვს, რომ ვივარჯიშოთ, სწორი კვება გვქონდეს, არაფერი გვაკლია, როგორც სპორტსმენებს. შესაბამისი საკვები და ვიტამინები კი მოგეხსენებათ, სპორტსმენისთვის რამდენად აუცილებელია, რომ დატვირთვების ატანა შეძლო.
ვეცდები, ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელო
ვარჯიში რთული პროცესია და დიდ ყურადღებას მოითხოვს, ამხელა წონების ქვეშ ყოფნა ძნელია, ერთი შეცდომაც შეიძლება ტრავმის ფასად დაგიჯდეს და სპორტული ცხოვრება ვეღარ გააგრძელო. კომერციულ შეჯიბრებებზე აქაური კლუბის სახელით გამოვდივართ, საქართველოს სახელით კი ოფიციალურ შეჯიბრებებზე _ ევროპასა და მსოფლიოზე. ყველანაირად ვეცდები, ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელო.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა