საერთაშორისო სამოდელო კონკურსის “Elite Model Look Georgia 2017”-ის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:26 | 08.12.2016
ნანახია: 2405

”Elite Model Look Georgia  2016”-ის გამარჯვებულებმა ბეატრის კლიმენკომ და დანიილ ზოლოტარიოვმა საერთაშორისო სამოდელო კონკურის Elite Model Look World Final 2016 მსოფლიო ფინალში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 23 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები გოგონებს შორის 15 წლის იანა ჩეხეთიდან, ვაჟებს შორის კი  20 წლის დევიდსონი ნიგერიიდან.

წლევანდელი ექსტავაგანტული  შოუ არ გავდა არც ერთ წინა წლების მსოფლიო ფინალს.

პირველად 4000-ზე მეტ ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ჰქონდა  Facebook-ის მეშვეობით თვალყური ედევნებინა პირდაპირი ეთერით მათი ცხოვრებისთვის, 3000 გულშემატკივარი დაესწრო შოუს, ადგილობრივი ტელევიზია TVI ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა ელიტის გუნდთან და  აშუქებდა  მთელ მოსამზადებელ  პერიოდს და ფინალურ ღონისძიებას.

ყველა ფინალისტმა ერთად  მიიღო  საოცარი და უნიკალური გამოცდილება.

”Elite Model Look Georgia  2016”-ის გამარჯვებულებმა ბეატრის კლიმენკომ და დანიილ ზოლოტარიოვმა დიდი დაინტერესება გამოიწვიეს აგენტებს შორის და მიიღეს მოწვევა ერთერთ საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსგან, სადაც უახლოეს მომავლში გაეგზავრებიან.

“Elite Model Look” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავოთ საპატიო ადგილი  მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან:  ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა  იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.

მათთვის, ვისაც  სურს დაიწყოს პროფესიული სამოდელო კარიერა გაცნობებთ, რომ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის “Elite Model Look Georgia 2017” მონაწილეთა უფასო რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის განამვლობაში სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  ოფისში, ნიკო ნიკოლაძის N6-ში

https://www.facebook.com/EliteModelLookGeorgia/app/298383316911109/




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე