მოსკოვში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:51 | 07.12.2016
ნანახია: 1248

რუსმა სამართალდამცველებმა ექსტრემისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 25 პირი დააკავეს. მასშტაბური ოპერაცია მოსკოვსა და დედაქალაქის გარეუბანში ჩატარდა.

დაკავებულები ერთი და იმავე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან. მათი უმეტესობა რუსეთში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩავიდა.

სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე