დონალდ ტრამპი, პუტინი, ერდოღანი, ბიონსე - "წლის ადამიანის" ნომინაციის ფინალისტებს შორის არიან

საქართველო, თბილისი - 13:17 | 06.12.2016
ნანახია: 1473

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა “თაიმმა” “წლის ადამიანის” ნომინაციაზე 11 ფინალისტი გამოავლინა. მათ შორის არიან “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერი და “ბრექსითის” აქტიური მომხრე ნაიჯელ ფარაჯი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ამასთან, “წლის ადამიანის” წოდებაზე პრეტენდენტები აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მომღერალი ბიონსე, ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი, ასევე “ფეისბუქის” დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი არიან.

“წლის ადამიანს” ჟურნალი “თაიმი” 7 დეკემბერს დაასახელებს.

გასულ წელს გამოცემამ წლის ადამიანად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე