Facebook, twitter, Microsoft და youtube ერთიანი ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 12:52 | 06.12.2016
ნანახია: 1266

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანმა კომპანიებმა ფეისბუკმა, ტვიტერმა, მაიკროსოფტმა და იუტუბიმ ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელების აღკვეთის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

კომპანიები ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავენ, რომელიც მთლიანი კონტენტის ვირტუალურ ანაბეჭდებს მოიცავს. მონაცემთა ბაზის მეშვეობით ისინი თვალს მიადევნებენ საიტებზე კონტენტის ატვირთვას.

ექსტრემისტული ინფორმაციის შემცველი  მასალის შემთხვევაში კომპანიები  მის წაშლას მანამ შეძლებენ, სანამ მასალის გავრცელება დაიწყება. თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ მისი კონტენტი შეცდომით წაშალეს და არ არის დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერასთან, მას გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება მიეცემა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე