ახვლედიანი განცხადებას გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 10:32 | 23.10.2015
ნანახია: 1671

4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის დაკითხვა. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ახვლედიანმა დაადასტურა, რომ ოთხშაბათს ის ნამდვილად იმყოფებოდა რუსთავი 2-ში და ის არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარმიას შეხვდა. ახვლედიანი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ სრულ განცხადებას, მხოლოდ გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. "ჯერ მე თვითონ გავერკვე, რა ხდება სიტუაციაში. შევხვდები ნიკას. რა ხდება საერთოდ, მე თვითონ გავერკვე და მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. მანამდე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია მისი მეგობარია და "ალბათ ეს იყო მეასე ვიზიტი "რუსთავი2"-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე