სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 30.11.2016
ნანახია: 1484

თურქეთის ქალაქ ადანაში სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემხვერპლა, მათგან 11 ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა კიდევ 22 ადამიანი.

”ფრანს პრესის” ცნობით, 11 გარდაცვლილი სკოლის მოსწავლე იყო, ერთი გარდაცვილი ქალი კი სკოლის კომენდანტი.

კერძო საერთო საცხოვრებელში 34 მოსწავლე ცხოვრობდა. ბავშვები ცეხლმოდებული სამსართულიანი შენობიდან ფანჯრებიდან ხტებოდნენ, რის შედეგადაც ზოგიერთმა მათგანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებაც მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე