სილამაზის კონკურსზე 19 წლის მონაწილე ჟიურის წინაშე ჰიჯაბით წარსდგა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 29.11.2016
ნანახია: 1631

19 წლის სომალელმა ემიგრანტმა, რომელიც აშშ-ში 7 წლის ასაკში გადასახლდა, დასავლეთის მედია და სოციალური ქსელი აალაპარაკა.  ჰალიმა ადენმა იმის მიუხედავად, რომ „მის მინესოტას“ ტიტული ვერ მოიპოვა,  სილამაზის კონკურსების ისტორიაში შევიდა, როგორც ჯიჯაბსა და ბურკინში ჩაცმული პირველი მონაწილე.

 „დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ცუდია იყო განსხვავებული, მაგრამ ზრდასრულ ასაკში მივხვდი, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, და მოსაწყენი იქნებოდა, ისინი ერთნაირები რომ ყოფილიყვნენ. ჰიჯაბის ტარება ჩაგვრის ნიშანი არ არის, ის  საპატიო არჩევანია. მინდა, რომ ადამიანებს ესმოდეთ, რიომ ეს ჩემი არჩევანია და დაინახონ, რომ შეიძლება ქალი ერთდროულად იყოს ლამაზიც და მოკრძალებულიც“, -აღნიშნა ჰალიმამ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე