კოლუმბიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - 81-დან სიკვდილს 6 ადამიანი გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 29.11.2016
ნანახია: 1535

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა, კოლუმბიაში ჩამოვარდა. მგზავრებს შორის იყვნენ ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის „შეპეკოენსეს“ ფეხბურთელებიც. ბოლო მონაცემებით სიკვდილს 13 მგზავრი გადაურჩა.

ლაინერის ბორტზე ასევე იმყოფებოდა ეკიპაჟის ცხრა წევრიც.

ქალაქ ლა-სეხის მერმა  სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ თვითმფრინავი მედილინთან საწვავის უკმარისობის გამო ჩამოვარდა. კატასტროფისას თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.

ლათინოამერიკული პრესა წერს, რომ აღნიშნულ თვითმფრინავს არგენტინის საფეხბურთო ნაკრებიც ხშირად იყენებდა.

გავრცელებული ინფორმაციით გადარჩენილებს შორის არიან ბორტგამცილებელი, ჟურნალისტი და „შეპეკოემსეს“ ოთხი ფეხბურთელი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

​​ ადგილობრივი პრესის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ძლიერი წვიმის გამო დროებით შეჩერებულია.

ფეხბურთელები კოლუმბიის ქალაქ მედელინში სამხრეთ ამერიკის თასზე კლუბ „ატლეტიკო ნასიონალთან“ ფინალური შეხვედრის გასამართად მიფრინავდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე