ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სამი ობოლი სირიელი ბავშვის შვილად აყვანაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 22.09.2015
ნანახია: 2316

ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა, ცოლს, ანჯელინა ჯოლის სამი ობოლი სირიელი ბავშვის შვილად აყვანაზე უარი უთხრა. ამის შესახებ RadarOnline ოჯახის გარემოცვის წყროზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა გამოცემისვე ცნობით წყვილი ერთ ბავშვს მაინც იშვილებს.

როგორც RadarOnline წერს, ჯოლი სამ ობოლ სირიელ ძმას ლტოლვილთა ბანაკში შეხვდა. მათ მშობლები დაბობვის დროს დაკარგეს. ჯოლის სამივე ბავშვის შვილად აყვანა სურდა, თუმცა ბრედ პიტმა უარი განუცხადა.

საბოლოოდ ცოლ-ქმარი ერთერთი ობოლი ძმის შვილად აყვანზე მაინც შეთანხმდა.

„შვილად აყვანის პროცესი ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდა. კიდევ ოთხი-ხუთი თვეა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვი აშშ-ში ჩამოიყვანონ“, - განუცხადა მედიას ოჯახის ანონიმმა ახლობელმა.

40 წლის ჯოლისა და 52 წლის პიტს სამი აყვანილი შვილი ჰყავს - კამბოჯელი მედოქსი, ვიეტნამელი პაქსი და ეთიოპელი ზახარი. წყვილი ასევე ზრდის თავის ბიოლოგიურ სამ შვილს - ქალიშვილს შაილოსა და ტყუპებს - ნოქსსა და ვივიენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე