აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,3 მლნ ბარელით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 24.11.2016
ნანახია: 1292

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,30 მლნ ბარელით შემცირდა ანუ 0,3%-ით და შეადგინა 489,029 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 2,317 მლნ ბარელით და შეადგინა  224,026 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 327 ათასი ბარელით და შეადგინა 149,239  მლნ ბარელი.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე