გენშტაბის უფროსის მოადგილეებად ნიკოლოზ ჯანჯღავა, ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე დაინიშნენ

საქართველო, თბილისი - 16:51 | 24.11.2016
ნანახია: 3127

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავისი მოადგილეები წარადგინა. 

გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე იქნება პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, მოადგილეები - ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე. 

გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვახტანგ კაპანაძე შეცვალა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე