ევროკავშირი თურქეთთან მოლაპარაკებას წვეტს

საქართველო, თბილისი - 16:06 | 24.11.2016
ნანახია: 1367

ევროპარლამენტმა  ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების შეჩერებას მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას კენჭი დღეს უყარეს. მანამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ ღიად განაცხადა, რომ ანკარასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ამის მიზეზად მან თურქეთში სიკვდილით დასჯის განახლების შესახებ კანონპროექტის ინიცირება და მასობრივი დაკავებები დაასახელა. ევროკავშირში გაწევრიანებას თურქეთი 1987 წლიდან ელის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე