ბერლინალე 2016: გამარჯვებულთა სრული სია

საქართველო, თბილისი - 12:02 | 22.02.2016
ნანახია: 1617

2016 წლის “ბერლინალე” დასრულდა.  ფილმი „სიკვდილი სარაევოში“, რომელიც ბოსნიელ რეჟისორს, დანისა ტანოვიჩს ეკუთვნის, ბერლინის 66-ე კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა.

„ვერცხლის დათვი“ რეჟისურაში მიიღო მია ჰანსენსმა ფილმით „მომავალი“, სადაც მთავარ როლს იზაბელ იუპერი ასრულებს.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა ტუნისელი მაჟიდ მასტურო, რომელიც მთავარ როლს ასრულებს მოჰამედ ბენ ატიას ფილმში „ჰედი“, საუკეთესო მსახიობი ქალი კი ტირნა დირჰოლმს ხვდა წილად, ტომას ვინტერბერგის ფილმში – „კომუნა“ შესრულებული მთავარი როლისთვის.

გამარჯვებულთა სრული სია:

„ოქროს დათვი“ – „ცეცხლი ზღვაში“, რეჟისორი ჯანფრანკო როზი

ჟიურის გრან-პრი – „სიკვდილი სარაევოში“

„ვერცხლის დათვი“ რეჟისურაში – „მომავალი“, მია ჰანსენ-ლევი

„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისთვის“ – ტომაშ ვასილევსკი, „სიყვარულის გაერთიანებული შტატები“

საუკეთესო დებიუტი – „ჰედი“, რეჟისორი მოჰამედ ბენ ატია

„ვერცხლის დათვი“ მამაკაცის საუკეთესო როლისთვის – მაჟიდ მასტურამ „ჰედი“

„ვერცხლის დათვი“ ქალის საუკეთესო როლისთვის – ტრინე დიურჰოლმი, „კომუნა“

ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი კინოხელოვნების ახალი პერსპექტივებისთვის – „Hele sa Hiwagang Hapis“, რეჟისორი ლავ დიასი.

“ბერლინალეს” 66-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი მერილ სტრიპი იყო.

მაია არაბიძე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე