Berlinale 2016 სტარტს 11 თებერვალს აიღებს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 09.02.2016
ნანახია: 671

11 თებერვალს გერმანიაში სტარტს ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იღებს, რომელიც წელს ძმებ კოენების ახალი პროექტით გაიხსნება. ფილმის სახელწოდებაა „გაუმარჯოს ცეზარს!“.

ჟიურის თავმჯ ომარე ჰოლივუდელი მსახიობი მერილ სტრიპი იქნება. ბერლინალეს გამარჯვებულთა გამოვლენაში მას მსახიობები ალბა რორვაჰერი, ლარს აიდინგერი, კლაივ ოუენი, ფოტოგრაფი ბრიჯიტ ლაკომბი, კინომცოდნე ნიკ ჯეიმსი და რეჟისორი მალგოჟატა შუმოვსკა დაეხმარებიან.

იტან და ჯოელ კოენების ფილმი ჰოლივუდის „ოქროს ხანას“, ანუ, გასული საუკუნის 50-იანი წლების სტუდიურ კინოს, ეძღვნება. მთავარი როლები ფილმში ჯორჯ კლუნიმ, ჯოშ ბროლინმა, სკარლეტ იოჰანსონმა, რეიფ ფაინსმა, ტილდა სუინტონმა, ჩენინგ ტატუმმა და ჯონა ჰილმა შეასრულეს. აღნიშნული ფილმი ფესტივალს გახსნის, მაგრამ ძირითად კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ოქროს დათვისთვის“ 18 ფილმი იბრძოლებს. ეს ჯეფ ნიკოლსის, ტომას ვინტერბერგის, ლავ დიასის, ალექს გიბნის, ვენსან პერესის, ჯანფრანკო როზის და სხვა რეჟისორების ნამუშევრები იქნება. პროგრამის მთავარ აღმოჩენად ფილიპინელი რეჟისორის ლავ დიასის ფილმი ითვლება, რომელიც 8 საათის მანძილზე გრძელდება და რომლის სახელწოდებაა „იავნანა მწუხარე საიდუმლოსთვის“. კოენების ფილმის გარდა, კონკურს გარეშე პროგრამაში სპაიკ ლის, დომინიკ მოლის, ბენუა დელეპინის და ლი ტამაჰორის ახალი ფილმები იქნება წარმოდგენილი.

წლევანდელი ბერლინალე 21 თებერვლამდე გასტანს. გამარჯვებულთა ვინაობა 20 თებერვალს, დახურვის ცერემონიაზე გახდება ცნობილი, რომელიც, ტრადიციულად, ბერლინალე პალასტში გაიმართება.

მაია არაბიძე

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე