მადონას ვაჟი ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 23.11.2016
ნანახია: 1684

მადონას ვაჟი როკო ჯონ რიჩი ლონდონის პოლიციამ მარიხუანის შენახვისთვის დააკავა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. მადონასა და კინორეჟისორ გაი რიჩის 16 წლის ვაჟი 28 სექტემბერს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. როკო პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს და ახლა ის სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როკო ლონდონში თავის სახლთან ახლოს შეამჩნიეს, მეზობლების თქმით, ის ნარკოტიკებს მოიხმარდა. გამოძახების შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოზარდს გარკვეული რაოდენობით  მარიხუანა აღმოუჩინეს.

2015 წლის დეკემბერში მადონამ სასამართლოს მეშვეობით როკოს ნიუ-იორკში მასთან არდადეგების გატარება აიძულა. იმის მიუხედავად, რომ მოზარდს მამასთან, დიდ ბრიტანეთში უნდოდა დარჩენა. ამის შემდეგ ბიჭმა გადაწყვიტა გაი რიჩთან დროებით საცხოვრებლად გადასვლა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე