ქუჩაში მომხდარი სროლისას 2 მცირეწლოვანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 23.11.2016
ნანახია: 1560

მცირეწლოვანი ბავშვები დაიჭრნენ ჩიკაგოში მომხდარი სროლისას.

გაზეთ Chicago Tribune-ის მონაცემებით, ერთ-ერთი ტყვია 3 წლის გოგონას სახეში მოხვდა, 4 წლის ბიჭი კი ხელში დაიჭრა. სროლა უცნობმა პირმა ავტომობილიდან განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაიჭრნენ  ორი 17 წლის მოზარდიც, რომელბიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ.

გაზეთის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ეჭვმიტანილის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. დაწყებულია გამოძიება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე