თინა ხიდაშელი: ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 22.10.2015
ნანახია: 1721

ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს, - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას. ის ისინი არ ეთანხმება გიორგი მარგველაშვილის შეფასებას, რომ ქვეყანა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და რომ ამას ხელს უწყობს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები.

თინა ხიდაშელმა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

"ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს პრეზიდენტი იწყებს ძალიან მძიმე სიტყვებით საუბარს. საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს იმაზე, რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. ამიტომ, ვიდრე ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა," - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე