კახა კალაძე: ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები

საქართველო, თბილისი - 14:17 | 22.10.2015
ნანახია: 1651

ვიცე პრემიერმა წამების ამსახველი კადრების თაობაზე პრემიერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. კახა კალაძის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა უბრალოდ შეფასება გააკეთა.

"მე ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები. ძალიან ამაზრზენია ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში, ყველას გვახსოვს რამდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი, ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს ამაზე ვთქვით  - არა, ეს ჩავაბარეთ წარსულს და დარწმუნებული ვარ, არასდროს ის ქმედებები, რაც ხდებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხრიდან, საქართველოში აღარ დაბრუნდება," - აღნიშნა კახა კალაძემ.   

როგორც პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნაციონალურმა მოძრაობამ მადლობა უნდა თქვას, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე