კახა კახიშვილი პრეზიდენტს სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 22.10.2015
ნანახია: 1679

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და ის ვითარების ესკალაციაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი მისი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას.

როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას პრობლემები აქვს ამის საფუძვლები უნდა ჰქონდეს, ამავდროულად როდესაც ის მოუწოდებს სასამართლოს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება სხვა რას შეიძლება ეწოდოს ჩარევა.

მე მაინტერესებს კონკრეტულად აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტს და რა თქმა უნდა არავის არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება. პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს ამ თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს, როგორ შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილება იყოს ხისტი ან ნაჩქარევი, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. თუ არ იქნება ამ შემთხვევაში მხარეს გასაჩივრების უფლება აქვს. ამავდროულად ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მოალაპარაკებები წარმოება, ამის საფუძველი უნდა არსებობდეს. ეხლა ამის საფუძველი არ არსებობს,“-აცხადებს კახი კახიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე