"დედაენის" ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 19:33 | 19.11.2016
ნანახია: 1160

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად "დედაენის" ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.

ღონისძიებას  თბილისის მერიის კულტურის  საქალაქო  სამსახურის  უფროსი ია მაქაცარია  და ირაკლი  ჩარკვიანის ოჯახის  წევრები,  მეგობრები და მისი  შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, "მეფის" მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე