რეჟისორი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:30 | 19.11.2016
ნანახია: 1508

ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გიზო ჟორდანია 1934 წელს ლანჩხუთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, სხვადასხვა დროს  იყო თეატრალური ინსტიტუტის მასწავლებელი; უფროსი მასწავლებელი; ბათუმისა და  რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი;  თბილისის ოპერისა და ბალეტის, გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი;  თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი;ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე;  რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი.

დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთ; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 273

იყო სხვადასხვა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე