პარლამენტთან აქცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:18 | 18.11.2016
ნანახია: 1176

 „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ -საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის დაწყებამდე ამ სახელწოდების აქცია გაიმართება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან. არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კავშირის გაერთიანებული შეკრების მიზანია, მოუწოდოს ახლადარჩეულ პარლამენტარებს, დაიწყონ რეალურად საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა.  მხარეები ფიქრობენ, რომ დეპუტატებმა დღის წესრიგში უდნა დააყენონ ისეთი საკითები, როგორიცაა : ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა,  მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების დანერგვა, განათლების ფუნდამენტური რეფორმა, კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 11 საათზე დაიწყება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე