პრეზიდენტი: მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა(ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:34 | 22.10.2015
ნანახია: 1678

,,მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში” , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შემქნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირპისპირების წინაპირობები. 

"ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალქის მოვალეობაა, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითრებიდან გამომდინარე ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის რომ შვეინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრეზიდენტმა. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე