ირაკლი ალასანია: ეს ხელისუფლება ზუსტად იგივე შეცდომას იმეორებს, რასაც უშვებდა ნაციონალური ხელისუფლება

საქართველო, თბილისი - 12:25 | 22.10.2015
ნანახია: 1700

ამერიკის შეერთებულ შტატებში ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შეხვედრებს განაგრძობს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მედიაში განვითარებული მოვლენებია. „ თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ნიკა გვარამიას მიერ მუქარის და შანტაჟის შემცვლელ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი

„ ეს ის საშინელება იყო ჩვენს საზოგადოებაში, რაც წინა ხელისუფლების დროს გამჯდარი იყო უკვე სახელმწიფო სტრუქტურებიდან. კონტროლი ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. 2012 წელს, იმიტომ შეიცვალა ხელისუფლება, ერთ-ერთი მოტივი ხალხის გამოსვლის სწორედ იყო რომ ეს შიში აღარ ყოფილიყო საზგოდოებაში და ხელისუფლების მხრიდან პირად ცხოვრებაში ჩარევა. დღეს საგანგაშო ინფორმაცია იყო, რომელიც გავრცელდა, რუსთავი 2ის ხელმძღვანელის მენეჯერის მხრიდან და საგანგებო შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა დაივიწყოს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა და ეს ხელისუფლება, ზუსტად იგივე შეცდომას იმეორებს რასაც უშვებდა ნაციონალური ხელისუფლება და აქედან გამომდინარე ეს სპეციალური შესწავლის საგანი უნდა გახდეს და რა თქმა უდნა საზოგადოების რეაგირება უნდა იყოს მძაფრი“,- განაცხადა ალასანიამ

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე