ანა დოლიძემ დისკუსიაში „რეფორმების პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 17.11.2016
ნანახია: 1053

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემრეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მრგვალიმაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიცადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)"ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არსებული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემები და ამ პრობლემებზე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურები რეფორმების პროცესში იმყოფებიან და ბევრი საკითხი კვლავაც გასაუმჯობესებელია, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს თავისწლიურ გამოსვლებში.

ანა დოლიზის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება, გაიზარდოს კანონის უზენაესობა და რაც მთავარია, დამკვიდრდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების კულტურა.

ჩვენ ისეთი ისტორიიდან და წარსულიდან მოვდივართ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ ხშირად რეპრესიულიმექანიზმის როლი.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია გარკვეული რეფორმატორული ნაბიჯების განხორციელება, რომლებიც, პირიქით, სამართალდამცავორგანოებს გახდის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივ ნაწილად.

რეფორმები მიმდინარეობს. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყო, ასევე, დახვეწა მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურები. 

მაგრამ, კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელიგარკვეული მექანიზმებია შესამუშავებელი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების კულტურა, უფრო დაწვრილებით გაიწეროს მინისტრების და მათი მოადგილეების უფლება-მოვალეობები და მოხდეს გარკვეული უფლებადაცვითი მექანიზმების გაუმჯობესება", - განაცხადა ანა დოლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე