ტრამპის სიძე შესაძლოა პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად დაინიშნოს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 17.11.2016
ნანახია: 1544

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა თეთრ სახლში შესაძლოა, მნიშვნელოვანი მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 35 წლის კუშნერის კანდიდატურა პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის პოსტზე განიხილება.

ამასთან გაზეთი არ გამორიცხავს, რომ კუშნერმა შესაძლოა უარი თქვას თანამდებობაზე და სიმამრის არაოფიციალური თანაშემწის როლით შემოიფარგლოს.
მანამდე პრესა წერდა, რომ კუშნერი, რომელიც ამავდროუალდ ყოველკვირეული გამოცემის The New York Observer-ის მფლობელია, შესაძლოა, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად დანიშნულიყო. თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობას რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რაინს პრიბასი დაიკავებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე