პენტაგონმა სირიაში რუსეთის თვითმფრინავების არსებობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 22.09.2015
ნანახია: 2459

პენტაგონმა გამოაქვეყნა თანამგზავრით გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც სირიაში რუსული თვირმფრინავების ყოფნას ადასტურებს. ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

ფოტოებზე კარგად ჩანს ლატაკის აეროდრომზე განლაგებული თვითმფრინავები. მათ შორისაა სუ-30 ტიპის გამანადგურებლები და სუ-25 ტიპის მოიერიშეები. პენტაგონის მტკიცებით, რუსეთმა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში 24 თვითმფრინავი გადაისროლა, მათ შორის სუ-25 ტიპის 12 და ამავე რაოდენობის სუ-24 ტიპის ბომბდამშენები. სირიაში ამ მომენტისთვის ასევე იმყოფება მი-17 და მი-24 ტიპის 15 ვერტმფრენი.

რამდენიმე დღის წინ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემ განაცხადა, რომ დამასკომ აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა დასახმარებლად მიმართოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. კრემლში განაცხადეს, რომ თუ ოფიციალური დამასკო რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართავს, ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს.

ამერიკელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს და გამოთქვეს შეშფოთება მოსკოვის მხრიდან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერის გამო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე