გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

საქართველო, თბილისი - 10:29 | 17.11.2016
ნანახია: 1109

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული.

30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე