ობამა გერმანიაში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 17.11.2016
ნანახია: 1396

 ბარაკ ობამა თავისი პრეზიდენტობის ბოლო ტურნეს ფარგლებში გერმანიაში ჩავიდა. ბერლინში ის უკვე შეხვდა კანცლერ ანგელა მერკელს.

განმეორებითი შეხვედრა დღესაც არის დაგეგმილი, პარასკევს კი მათ საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირებიც შეუერთდებიან.

როგორც ტურნეს დაწყებამდე ობამამ განაცხადა, მისი მიზანია ევროპელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ დონალდ ტრაპი არ აპირებს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კურსის შეცვლას.

ბარაკ ობამა ბერლინში საბერძნეთიდან ჩავიდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე