საბერძნეთში მიგრანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა დაარბიეს

საქართველო, თბილისი - 10:03 | 17.11.2016
ნანახია: 1398

ლტოლვილებმა და მიგრანტებმა არეულობები მოაწყვეს საბერძნეთის კუნძულ ჰიოსზე. როგორც ბერძნული მედია იუწყება, დაწვეს ლტოლვილთა ბანაკი, დაარბიეს მაღაზიები და მანქანები, ადგილობრივი მცხოვრებლების სახლებს ფოიერვერკებს ესროლეს.

მას შემდეგ რაც ე.წ. ”მიგრაციის ბალკანეთის მარშრუტი” დაიხურა,   62 ათასი ლტოლვილი და მიგრანტი დაიბლოკა, რომლებიც ცენტალურ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობდნენ. ეგეოსის ზღვის კუნძულებზე 16 ათასამდე მიგრანტი იმყოფება, ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საბერძენთიდან არ უშვებენ და ბოლო თვეების განმავლობაში კუნძულებზე არეულოებებს აწყობენ.

ახალი ინციდენტი გუშინ გვიან საღამოს დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ადგილობრივი მცხოვრებლები თავს ხელკეტებით იცავდნენ მიგრანტებისგან, რომლებიც მათ ქვებს ესროდნენ.

დაიწვა ბანაკის უდიდესი ნაწილი, ლტოლვილებმა ქვებით დააზიანეს ავტომობილები, მაღაზიის ვიტრინები. წესრიგის აღსადგენად სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე