ინდოელმა მილიონერმა შვილს დაუვიწყარი ქორწილი მოუწყო

საქართველო, თბილისი - 17:30 | 16.11.2016
ნანახია: 1339

ქორწილი, რომელიც 74 მილიონი დოლარი დაჯდა. გრანდიოზული სანახაობა ინდოელმა მაღალჩინოსანმა საკუთარ ქალიშვილს მოუწყო.

კარნატაკის ყოფილმა გუბერნატორმა, 49 წლის გალი ჯანარდხანმა შოუს მოსაწყობად ბოლივუდის 8 რეჟისორი დაიქირავა. ქორწილი 5 დღეს გაგრძელდა.

სტუმრებს ცნობილი მომღერლები და მოცეკვავეები ართობდნენ. დედოფლის ჩაცმულობაზე ცნობილმა დიზაინერებმა იზრუნეს, სიძეს კი 5 თეთრი ცხენი აჩუქეს. ცერემონიისთვის სპეციალურად სიმღერაც დაიწერა, რომელიც წყვილის მშობლებმა შეასრულეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე