რუსეთი ჰააგის შეთანხმებიდან გადის

საქართველო, თბილისი - 16:48 | 16.11.2016
ნანახია: 1266

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომ რუსეთი არ გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე“, - ნათქვამია განკარგულებაში.

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუტს 2000 წელს შეუერთდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე