პუტინს 63 %-იანი რეიტინგი აქვს

საქართველო, თბილისი - 18:30 | 16.11.2016
ნანახია: 1263

პუტინს კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს „ლევადა ცენტრი“ აქვეყნებს.

კითხვაზე, ვის ისურვებდნენ რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე 2018 წლის შემდეგ, გამოკითხულთა 63-მა პროცენტმა პუტინი დაასახელა.

26 პროცენტის აზრით კი 2 წლის შემდეგ შესაძლოა ქვეყანაში ახალი ლიდერი გამოჩნდეს.

პუტინის კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობა რესპოდენტთა 18-მა პროცენტმა არ ისურვა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე