ერაყში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 16.11.2016
ნანახია: 1295

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა  ბაღდადთან თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად. ფრანს პრესის ინფორმაციით, ინციდენტი აინ ათ-თამრის დასახლებულ პუნქტში მოხდა. თავადასხმაში 6 თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა. ხუთი მათგანი მანამდე გაანადგურეს, ვიდრე თავს აიფეთქებდნენ.

ტერორისტები დასახლებულ პუნქტში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც  უსაფრთხეობის ძალებთან შეტაკება მოხდა. მეექვსე ტერორუსტმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოასწრო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე