20 წლამდელი ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ

საქართველო, თბილისი - 10:50 | 16.11.2016
ნანახია: 1768

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ბრიტანულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ტურნეში მონაწილეობას უმცროსი ბორჯღალოსნები 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში მიიღებენ, რომელიც საქართველოში გაიმართება.

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ელიტური ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირისთვის მზადება ახალგაზრდა მორაგბეებმა მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაიწყეს.

ბრიტანულ ტურნირზე კი ბორჯღალოსნები ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვევიან, 19 ნოემბერს კი ალსთერის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდებიან.

23 ნოემბერს ქართველები ედინბურგში შოტლანდიის 20 წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე